დაბრუნება და გაუქმება
ბოლო განახლება: 28.09.2026
დაბრუნება: ნივთის მიღებიდან 14 დღის განმავლობაში შეგიძლიათ დააბრუნოთ, თუ გამოყენებული არ არის და შეფუთვა დაზიანებული არ აქვს. დაგვიკავშირდით 597 01 75 66. დაბრუნების ტრანსპორტირების ხარჯს მყიდველი ფარავს.
ამ გვერდზე აღწერილია, როგორ შეგიძლიათ გააუქმოთ შეკვეთა ან დააბრუნოთ ონლაინ შეძენილი პროდუქცია. ეს წესები არ ზღუდავს საქართველოს კანონმდებლობით მომხმარებლისთვის მინიჭებულ უფლებებს.
1. შეკვეთის გაუქმება გაგზავნამდე
შეკვეთის გაუქმება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, სანამ ის კურიერს გადაეცემა. დაგვიკავშირდით ტელეფონით და მიუთითეთ შეკვეთის ნომერი (მაგ. F-000001). გადახდილი თანხა, მიწოდების ღირებულების ჩათვლით, სრულად დაგიბრუნდებათ.
2. ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება
ონლაინ (დისტანციურად) შეძენილი პროდუქციის დაბრუნება, მიზეზის მითითების გარეშე, შეგიძლიათ მისი მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში („მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი). ამისთვის ამ ვადაში გვაცნობეთ ტელეფონით ან ელ. ფოსტით და მიუთითეთ შეკვეთის ნომერი და დასაბრუნებელი პროდუქცია.
3. პროდუქციის მდგომარეობა
დასაბრუნებელი პროდუქცია უნდა იყოს:
- გამოუყენებელი და დაუზიანებელი;
- ორიგინალ შეფუთვაში, შეკვრა ან ნაკრები — სრული, გაუხსნელი ან ყველა ცალით;
- ეტიკეტებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
თუ პროდუქციის ღირებულება შემცირდა მისი ისეთი გამოყენების გამო, რაც არ იყო საჭირო მის დასათვალიერებლად, დასაბრუნებელი თანხა შეიძლება შემცირდეს შესაბამისად.
4. რა არ ბრუნდება
- თქვენი შეკვეთით, თქვენთვის სასურველ სიგრძეზე მოჭრილი პროდუქცია — რაც იყიდება ერთეულით: მეტრი(მაგალითად, ლენტი, თოკი ან მაქმანი). ასეთი პროდუქცია მზადდება მომხმარებლის მითითებით (კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი).
- თქვენი შეკვეთით აწონილი პროდუქცია — რაც იყიდება ერთეულებით: გრამი, კილოგრამი.
- დალუქული პროდუქცია, რომლის ლუქიც მიწოდების შემდეგ მოიხსნა და ჯანმრთელობის დაცვის ან ჰიგიენური მიზეზით დაბრუნებას არ ექვემდებარება (მაგალითად, საწოვარას აქსესუარები) — კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი.
ეს შეზღუდვა არ ვრცელდება წუნიან ან არასწორად გამოგზავნილ პროდუქციაზე — იხ. მე-5 პუნქტი.
5. წუნიანი ან არასწორი პროდუქცია
თუ მიიღეთ დაზიანებული, წუნიანი ან სხვა პროდუქცია, ვიდრე შეუკვეთეთ, გვაცნობეთ რაც შეიძლება მალე და გამოგვიგზავნეთ ფოტო. შემოგთავაზებთ გამოცვლას ან სრულად დაგიბრუნებთ თანხას; ასეთ შემთხვევაში ყველა ხარჯს, მიწოდების ჩათვლით, ვფარავთ ჩვენ.
6. როგორ დავაბრუნოთ და ვინ იხდის მიწოდებას
- პროდუქცია შეგიძლიათ უფასოდ მოიტანოთ ნებისმიერ ფილიალში (მიიტანეთ შეკვეთის ნომერი):
- გლდანი — ხიზანიშვილის 24, ყოველდღე 10:00–20:00
- ვარკეთილი — ს/ც ფენიქსი, ყოველდღე 10:00–19:30
- ხელშეკრულებიდან გასვლისას (მე-2 პუნქტი) პროდუქციის დაბრუნების პირდაპირ ხარჯს (მაგ. კურიერის მომსახურებას) იხდის მყიდველი (კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი).
- წუნიანი ან არასწორი პროდუქციის დაბრუნების ხარჯს იხდის გამყიდველი.
7. თანხის დაბრუნება
ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში თანხას ვაბრუნებთ იმ დღიდან, როცა ამის შესახებ გვაცნობეთ, 14 კალენდარული დღის განმავლობაში (კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი), იმავე გზით, რომლითაც გადაიხადეთ:
- თქვენს მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
ბრუნდება მიწოდების ღირებულებაც — ჩვენი ყველაზე იაფი სტანდარტული მიწოდების ფარგლებში; თუ აირჩიეთ უფრო ძვირი მიწოდების ვარიანტი, ამ სხვაობის ანაზღაურება არ ხდება. ნაწილობრივი დაბრუნებისას ბრუნდება დაბრუნებული პროდუქციის ღირებულება.
8. კონტაქტი
- გამყიდველი: მაღაზია „ფერადი“
- ფილიალები:
- გლდანი — ხიზანიშვილის 24, ყოველდღე 10:00–20:00
- ვარკეთილი — ს/ც ფენიქსი, ყოველდღე 10:00–19:30
- ტელეფონი: 597 01 75 66
- ელ. ფოსტა: feradigeo@gmail.com
იხილეთ ასევე: წესები და პირობები.
